en
ge

დებატ–კლუბი იწყება

ქვემო ქართლი. საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა) იწყებს დებატების პროგრამას VII-XI კლასის მოსწავლეთათვის. კლუბის პროგრამა გულისხმობს მოსწავლეთათვის დებატების ხელოვნების შესწავლას, დებატების ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ტურნირებში, ასევე ქალაქგარეთ ლაშქრობებსა და ექსკურსიებში მონაწილეობას; ეროვნულ და საერთაშორისო ბანაკებში მონაწილეობის საშუალებას; როლურ და სიტუაციურ თამაშებს, კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებას, ჯგუფურ სავარჯიშოებს, პრაქტიკულ დავალებებს, პრეზენტაციებს და დისკუსიებს. 
კლუბის წევრობა არის ფასიანი და შეადგენს 3 თვეში 59 ლარს. კლუბის კურსდამთავრებულები მიიღებენ სერტიფიკატებს.
კლუბი ფუქნციონირებას 2012 წლის ოქტომბერში  დაიწყებს. 
დამატებითი ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023