თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პრემიერ–მინისტრს მიმართავენ „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) შესახებ. მისი ინიციატორია აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. ღია მმართველობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პლატფორმას, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი თანამშრომლობის ფორმატში მთავრობის ღიაობის, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის, მოქალაქეთა ჩართულობის, ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების კუთხით.
„...მიგვაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ, იმისთვის, რომ საერთაშორისო დონეზე გამორჩეულად დააფიქსიროს OGP-ის პრიორიტეტულობა, უნდა აიღოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები, რომელიც საქართველოს მოსახლეობის საჭიროებებს გამოეხმაურება და დაკავშირებული იქნება OGP-ის დეკლარირებულ პრინციპებთან. აღნიშნულ პროცესში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საჯარო დაწესებულებებისა და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა...", ნათქვამიაგ ანცხადებაში
წყარო: gyla.ge