კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისისა და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების კახეთის რეგიონული ოფისის ინიციატივით მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრაზე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს.
მარეხ მგალობლიშვილი, შეხვედრის ორგანიზატორი: ,,დისკუსიის მიზანი იყო 2013 წლის წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების დღისა და არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია".
შეხვედრის ფარგლებში ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელმა თელავში ნიკოლოზ შერვაშიძემ ისაუბრა საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ.
შეხვედრაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები იღებდნენ.