ქვემო ქართლი. 21 თებერვალს, სიქას ოფისში სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სოციალური მედიის ტრენინგი „როგორ გადავიღოთ ვიდეო". ტრენინგს უძღვებოდნენ ბლოგერები და მას რუსთავის საჯარო სკოლების სამოქალაქო კლუბების წევრები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა ისწავლეს ვიდეოკამერით მუშაობა, კადრების სწორად შერჩევა ვიდეოს გადაღების პროცესში, თუ როგორ მოახდინონ ვიდეოს დისტრიბუცია და ასევე გაეცნენ ვიდეო ადვოკატირებით პრობლემის მოგვარების გზებს.
ტრენინგის მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებაც და მათ 4 კადრში გადმოსცეს სხვადასხვა თემა თუ პრობლემა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში