en
ge

„უნარები პროფესიული წარმატებისთვის“ - სეზონის პირველი შეხვედრა

ქვემო ქართლი. 23 თებერვალს, სიქას ოფისში ჩატარდა კლუბ „უნარები პროფესიული წარმატებისთვის" ახალი სეზონის პირველი სატრენინგო შეხვედრა. ღონისძიება სტერეოტიპების თემას დაეთმო. შეხვედრა დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით, ვიდეო ჩვენებითა და დისკუსიით. მომდევნო სამი თვის განმავლობაში კლუბის ყოველკვირეული შეხვედრები სხვადასხვა თემატიკას დაეთმობა, როგორიცაა ეფექტური კომუნკაცია, კონფლიქტების მართვა, ლიდერობა და გუნდური მუშაობა, პროექტების წერა, დებატების ხელოვნება, ეფექტური პრეზენტაცია, CV-ის შედგენა და საჯარო გამოსვლა. ასევე, კლუბის წევრებს მიეცემათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023