თბილისი. 20 თებერვალს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის’’ (WEG) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლეს სემინარს თემაზე – „საქართველოს გაწევრიანება ენერგეტიკულ გაერთიანებაში, შესაძლებლობები და გამოწვევები". სემინარი ევროკომისარმა ენერგეტიკულ საკითხებში – გიუნტერ ოტინგერმა გახსნა. მან ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც სამხრეთის გაზის კორიდორის ძირითად სატრანზიტო ქვეყნის, მნიშვნელობაზე. შეხვედრას ექსპერტები, სტუდენტები, აკადემიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა განიხილეს ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს წევრობის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ამ გზაზე ენერგეტიკული სექტორის წინაშე მდგარი გამოწვევები. სემინარი ევროკავშირისა და კონრად ადანაუერის ფონდის მხარდაჭერით გაიმართა.
წყარო: weg.ge