თბილისი. 14 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედიამონიტორინგის ბოლო ორი პერიოდული ანგარიშის შედეგები გამოაქვეყნა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები აკვირდებოდნენ შემდეგ ტელეარხებზე გასულ ფარულ პოლიტიკურ, სოციალურ და ფასიან პოლიტიკურ რეკლამებს: საზოგადოებრივი მაუწყებელი, „იმედი", „რუსთავი 2", „კავკასია", „მაესტრო" და „მე-9 არხი".
მონიტორინგი მოიცავს 30 ივლისი-12 აგვისტოს, ასევე 13–26 აგვისტოს პერიოდის.
მედიამონიტორინგის მიზანია, გამოავლინოს მედიის მიერ საარჩევნო კამპანიის გაშუქების ტენდენციები და შეიმუშაოს რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით. კვლევა მოიცავს როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ კომპონენტებს.
მედიამონიტორინგი ხორციელდება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის „ნდობის გაზრდა საარჩევნო პროცესებისადმი" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).
წყარო: humanrights.ge