თბილისი. 24 თებერვალს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა და ორგანიზაციამ „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" გამართეს კონფერენცია. მონაწილეებმა იმსჯელებეს საკითხებზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ" (CRPD) გაეროს კონვენციის რატიფიცირება და მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესზე საქართველოში; საკანონმდებლო ინიციატივები შშმ პირთათვის პოლიტიკისა და არჩევნების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; სამოქალაქო საზოგადოების როლი ცნობიერების ამაღლებისა და ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით. კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართა სიმულაციაც, სადაც მონაწილეები თავად იყვნენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლის როლში როგორც ადაპტირებულ, ისე არა-ადაპტირებულ გარემოში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში