en
ge

ტრენინგი: „შშმ პირთა უფლებების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ...“

იმერეთი. 24 თებერვალს, ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ქალთა უფლებებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ტრენინგი ჩაატარა. შეხვედრის თემა იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა მიმართ ძალადობა. ტრენინგი ჩატარდა პროექტის - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მეინსტრიმინგი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში" - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პარტნიორ ორგანიზაციებთან „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი", „დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი" თანამშრომლობით. ამავე შეხვედრაზე მოეწყო სემინარი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის" საქართველოს კანონის ანალიზისა და მასში შესატანი აუცილებელი ცვლილებების შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)