კახეთი. ახმეტის საჯარო სკოლებში არსებული სამოქალაქო კლუბის წევრებს შორის გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიზანი ახალი პროექტის - „მომავლის ბურთის" გაცნობა იყო, რომელიც ახმეტის მუნიციპალიტეტის 9 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ერთობლივი ღონისძიებაა და ითვალისწინებს სხვადასხვა სპორტული აქტივობების ჩატარებას.
სამოქალაქო კლუბების წევრების თქმით, პროექტის განხორციელება თვის ბოლოს დაიწყება.
პროექტების პრეზენტაციას ესწრებოდნენ საინიციატივო ჯგუფების, ახალგაზრდული კლუბებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.
მუნიციპალიტეტის გამგებლის თქმით, სამოქალაქო კლუბებს პროექტის განსახორციელებლად საჭირო ინვენტარით დახმარებას გაუწევს.