en
ge

ტრენინგი „გენდერული თანასწორობა“

ქვემო ქართლი. სიქას ევროპელ მოხალისეებმა 24 თებერვალს, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „გენდერული თანასწორობა". ტრენინგი ჩატარდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქესალოს საჯარო სკოლაში და დაესწრო ამავე სკოლის სამოქალაქო კლუბის 37 წევრი.
ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეები გაცნობოდნენ უფრო დეტალურ ინფორმაციას გენდერულ თანასწორობის შესახებ. ტრენინგი მიმდინარეობდა ინტერაქტიულად კითხვა-პასუხის რეჟიმში. მონაწილეებმა ნახეს უცხოელი მოხალისეების მიერ მომზადებული პრეზენტაცია, სადაც მოყვანილი იყო საქართველოში გენდერული თანასწორობა-უთანასწორობის მაგალითები.
ტრენინგი მიმდინარეობდა თარგმანით ინგლისურიდან ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)