თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციების – „ევროპის სახლისა" და „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით, საგზაო მოძრაობისა და გზების უსაფრთხოების შესახებ სემინარი გაიმართა.
სემინარი მიზნად ისახავდა ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების და დაინტერესებული ბიზნესპარტნიორების შეხვედრებს, გამოცდილების გაზიარებას და კონტაქტების დამყარებას საქართველოში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობების მიზნით. სემინარზე განიხილეს როგორც საგზაო უსაფრთხოების თემები, ასევე საგზაო მოძრაობის მენეჯმენტი, მაგალითად, საცობების და საჯარო ტრანსპორტის თემა ქალაქებსა და გზატკეცილებზე.
წყარო:შინაგან საქმეთა სამინისტროს გვერდი სოციალურ ქსელში