გურია. სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ვებგვერდზე ქვეყნდება ქსელის წევრი ორგანიზაციების მიერ დანახული პრობლემები. ოზურგეთში მომუშავა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" აქვეყნებს ფოტო–მასალას და ინფორმაციას უძველესი აბანოების შესახებ, რომელსაც „სპეციალისტები დაახლოებით ჩვენს წელთ აღრიცხვამდე მე–5–6 საუკუნეებით ათარიღებენ", ნათქვამია ინფორმაციაში.
აბანოები მდებარეობს ქალაქის ცენტრში, იუსტიციის სახლსა და ოზურგეთის თეატრის ქვეშ. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული „ოზურგეთში იუსტიციის სახლის მშენებლობის დროს დაზიანდა უძველესი აბანოები... ამჟამად... შემოსაზღვრულია ბეტონის კედლით და არანაირი ზომა არაა გატარებული მისი კონსერვაციისთვის".
წყარო: cso.ge