თბილისი. 25 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ. შეხვედრაზე განხილეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის წინასაარჩევნო კამპანიის რეგულირების საკითხები. ასევე, გენერალური აუდიტორის ინიციატივა პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის შექმნის შესახებ.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შეიქმნება პოლიტიკური დაფინანსების კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით და უშუალოდ დააკვირდებიან პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის პროცესს.
წყარო: საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი