en
ge

კინოკლუბი სიქაში

ქვემო ქართლი. 25 თებერვალს, სიქას ევროპელმა და ქართველმა მოხალისეებმა ერთობლივად გამართეს მორიგი კინო ჩვენება. ნაჩვენები იყო ანიმაციური ფილმი „მამაცი" ინგლისურ ენაზე.
კინო ჩვენებას ესწრებოდა 25 ახალგაზრდა. კონოსეანსის დასრულების შემდეგ ინგლისურ ენაზე გაიმართა დისკუსია ფილმის შესახებ. ახალგაზრდებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები, ასევე დეტალურად განიხილეს თითოეული პერსონაჟი.
კინოჩვენების მიზანია ხელი შეუწყოს ინგლისური ენის მოსმენის უნარის განვითარებას და სასაუბრო პრაქტიკის მიღებას. სიქას კინო კლუბი იმართება ყოველ სამშაბათს 17:00 საათზე, დასწრება თავისუფალია.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023