თბილისი. 26 თებერვალს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში" ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამართა მრგვალი მაგიდა – „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება".
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სამინისტროების, საჯარო სამართლის იურიდილი პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის თემას საქართველოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნისა და პროაქტიული გამოქვეყნების დანერგვის მიმდინარეობის განხილვა წარმოადგენდა. წარმოდგენილი იყო ამ კუთხით დღეს საქართველოში არსებული პრაქტიკა.
მრგვალი მაგიდის მონაწილეებიმა იმსჯელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და „ღია მმართველობის პარტნიორობის" ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ.
წყარო: ინსტიტუტის ვებგვერდი სოციალურ ქსელში