სამეგრელო. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ათინათთან" და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად ახორცილებს პროექტს - „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის". პროექტის მიზანია ქალთა თანასწორობის, მათი ეკონომიკური და სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა სამეგრელოს და კახეთის რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში 8 მუნიციპალიტეტის 26 სამიზნე თემში შეიქმნა ლიდერ ქალთა ჯგუფები.
შექმნილ ჯგუფებს ჩაუტარდათ ტრენინგებისა და დისკუსიების ციკლი
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში