აჭარა. 26 თებერვალს, პროექტის - „ხანდაზმულთა რესურს ცენტრის" - ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის ბენეფიციართა სხვადასხვა პრობლემები განიხილებოდა. საკითხები ეხებოდა საკუთრების უფლების ხელყოფას, რაც გამოიხატებოდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისა და სარგებლობის შეზღუდვასა და საზღვრების დადგენაში.
სხდომაზე მოწვეულმა შპს „ტოპ სერვისის" სპეციალისტებმა ბენეფიციარების კითხვებს უპასუხეს და მათი შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაჰპირდნენ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში