en
ge

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე“

იმერეთი. 26 თებერვალს, ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ორგანიზება გაუკეთა დებატების ტურნირს, რომლის სარეზულიციო თემას წარმოადგენდა - „სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ეთნიკური უმცირესობების დაცვაზე". ტურნირში მონაწილეობა მიიღო 6-მა გუნდმა, რომლებსაც განხორციელებული ჰქონდათ შესაბამისი კვლევები აღნიშნული თემების უკეთ შესასწავლად.
დებატების ხელოვნების დაუფლება ხელს უწყობს ახალგაზრდებში სწორი არგუმენტაციის, საჯარო გამოსვლის ტექნიკების, აქტიური მოსმენის, დროის და მოწინააღმდეგის პატივისცვემის, ლოგიკური მსჯელობის კვლევის უნარ-ჩვევების განვითარებას. 6 გუნდიდან გამოვლენილი იქნა 3 საუკეთესო გუნდი, რომლებიც საფინალო დებატებში მიიღებენ მონაწილოებას 2014 წლის 12 მარტს.
დებატების ტურნირი გაიმართა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის" (ANI) ფარგლებში, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)