en
ge

მწვანე ალტერნატივა: „რუსული ენერგო-გიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები“

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ" გამოაქვეყნა პუბლიკაცია „რუსული ენერგო–გიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები".
„ბოლო პერიოდში ხუდონჰესის პროექტის ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ კომპანია „ტრანს ელექტრიკა" ვერ ასრულებს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმად, ის ვალდებული იყო 2014 წლის 1 მარტამდე აეღო ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა. თავისი წარუმატებლობის დასაფარად (და შესაძლო სამართლებრივი სანქციების თავიდან ასაცილებლად), პროექტის ლობისტები ძველ, ნაცად ხერხს მიმართავენ – ისინი ცდილობენ თავისი წარუმატებლობა დაუძლეველი გარე ფაქტორებით ახსნან და აქაც მათ ყველაზე მარტივი გზა აირჩიეს – პროექტის ოპონენტების სამშობლოს მტრებად და რუსეთის აგენტებად გამოცხადება... შევეცდებით წარმოვაჩინოთ, რომ ადამიანები, რომლებიც რუსულ კვალს ხუდონჰესის პროექტის კრიტიკოსებში ეძებენ, თავად პირდაპირ არიან დაკავშირებული რუსეთის სახელმწიფო ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებთან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე 26 თებერვალს გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.
სრულად
წყარო: greenalt.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)