en
ge

საჯარო ინფორმაციის განახლებული პორტალი – opendata.ge

თბილისი. დღეს ვირტუალურ სივრცეში განთავსდა საჯარო ინფორმაციის (opendata.ge) განახლებული პორტალი. პორტალის მიზანია გააუმჯობესოს სახელმწიფოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხი. იგი მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებლებს როგორ მუშაობენ საჯარო დაწესებულებები, როგორ ხარჯავენ სახელმწიფო ბიუჯეტს, რა პროგრამებს ახორციელებენ, ასევე თანამდებობის პირთა საქმიანობისა და მათი შემოსავლების შესახებ.
ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს" ინიციატივით, ვებგვერდი გარდაიქმნა საჯარო ინფორმაციაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთაინ პორტალად და დღეინდან იგი გააერთიანებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა (TI-G) და ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" მიერ მოთხოვნილ და მოპოვებულ საჯარო ინფორმაციას.
წყარო: opendata.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)