28 თებერვალს, 11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საყდრისი–ყაჩაღიანის ისტორიული მაღაროს შესახებ პრეზენტაციას გამართავს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს მთავრობიდან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან საყდრისი-ყაჩაღიანის შესახებ მიღებული ოფიციალური დოკუმენტები. მათ შორის დოკუმენტების ის ნაწილი, რომელიც ფართო საზოგაოდებისთვის დღემდე არ არის ცნობილი.
მისამართი: თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ოფისში