28 თებერვალს, 15:00 საათზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა" გამართავს დისკუსიას თემაზე: ,,რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ პროვატიზებული საწარმოების საქმიანობის შესახებ? როგორ აკონტროლებს სახელმწიფო პრივატიზებულ საწარმოებს? ვინ სარგებლობს პრივილეგიებით და რატომ?’’.
შეხვედრაზე განხილული იქნება მსხვილი საწარმოო ობიექტების პრივატიზებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, ამ საწარმოების კონტროლის მექანიზმების ეფექტურობისა და კანონაღსრულების სფეროში არსებული გამოწვევები.
მისამართი: თბილისი, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ".