თბილისი. 26 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაცია „რადარამმა" გამართა ჯეი მათეუსის წიგნის წარდგენა მასწავლებლის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. „იშრომე ბევრი, იყავი კეთილი" – ბოლო წლების საერთაშორისო ბესტსელერია
იგი ეხება განათლების პოლიტიკას, მასწავლებლებსა და მოსწავლეებთან ეფექტიანი კომუნიკაციის გზების ძიებას. წიგნში მოთხრობილია სიხარულისა და წარუმატებლობის, ბიუროკრატიული თუ პირადი სირთულეების გადალახვის შესახებ.
მომხსენებლებმა, ალექსანდე ლორთქიფანიძემ და ირაკლი კაკაბაძემ ისაუბრეს ამ წიგნის აქტუალობაზე საქართველოში დღევანდელი განათლების მდგომარეობის გათვალისწინებით და უპასუხეს დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში