en
ge

„ბავშვობა ყველა ბავშვისთვის“

თბილისი.  28 თებერვალს,  გაიმართა პროექტის პრეზენტაცია - „ბავშვობა ყველა ბავშვისთვის". პროექტის მთავარი მიზანი იყო იმ პრობლემების წარმოჩენა და ადვოკატირება, რომელიც სმენა და მეტყველება შეზღუდული ბავშვების სკოლამდელი განათლების საკითხებს ეხება. ღონისძიების ორგანიზატორია ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. პროექტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის პარტნიორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფ ფორვარდი" და კავკასიის სოციალური ფოტოგრაფიის ქსელი.
ღონისძიებაზე შედგა ფილმის პრეზენტაცია, ფოტო-გამოფენა და სამუშაო შეხვედრა სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან. ღონისძიების შედეგად, მომზადდება რეკომენდაციები სმენა და მეტყველება შეზღუდული ბავშვების სკოლამდელი განათლების საკითხებზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023