თბილისი. 28 თებერვალს სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ კონფლიქტების მოგვარებისა და კონფლიქტების ტრანსფორმაციის მიმართულებით. შეხვედრისას განიხილეს სახალხო დამცველის ახალი ინიციატივები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მოსაზრებები კონფლიქტებების მოგვარებაში ომბუდსმენის როლის შესახებ.
უჩა ნანუაშვილის ინიციატივით ომბუდსმენის ოფისმა გააქტიურა თავისი საქმიანობა კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით. ამისათვის, შეიქმნა კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში სახალხო დამცველის მრჩევლის პოზიციაც. უჩა ნანუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა მედეა ტურაშვილი, რომელიც 2014 წლის თებერვლიდან იკავებს ამ თანამდებობას.
წყარო: ombudsman.ge