en
ge

საკონსტიტუციო სასამართლომ საიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

აჭარა. 27 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ  ,,ილია ჭანტურაიას საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" საქმეზე  გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმეზე მოსარჩელეს ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. სარჩელი ეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმას, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს უპატივცემულობისათვის პროცესიდან მხარის ან მისი ადვოკატის გაძევებას და მათ დაჯარიმებას, ისე რომ არც მხარეს და არც მის ადვოკატს არ ჰქონდათ გაძევებამდე მათი ქმედებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების წარდგენის შესაძლებლობა. 
სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა საიას მოსაზრება. „საია მიესალმება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეიტანოს ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომლითაც მხარეს და მის ადვოკატს გაძევებისა და დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე მისცემს მათი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობას", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად
წყარო: gyla.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)