აჭარა. საზოგადოება „ბილიკის" ორგანიზებით 28 თებერვალს და 1 მარტს გაიმართა სამუშაო შეხვედრა დაბა ჩაქვში. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის ქსელის - „კავკასიის ქსელი ბავშვებისთვის" - მიზნების, სამომავლო გეგმების, არსებული საგანმანათლებლო პოლიტიკის და განხორციელებული საქმიანობების გაცნობა.
„კავკასიის ქსელი ბავშვებისთვის" 2013 წლის იანვარში 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, ღია საზოგადოების ინსტიტუტის, ავსტრიული საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერკულტურული ცენტრისა და ავსტრიის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და საზოგადოება „ბილიკი" ერთობლივად ახორციელებენ ბავშვთა უფლებების ადვოკატირების პროექტს კავკასიური საგანმანათლებლო ქსელის ფარგლებში, რომლის მიზანია კავკასიის რეგიონში ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში