en
ge

„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“ კაზრეთის საბადოს მუშათა გაფიცვაზე

თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია" ეხმაურება 14 თებერვლიდან მიმდინარე კაზრეთის საბადოს მუშათა გაფიცვას. „ასოციაცია მიიჩნევს რომ დროა მხარეთა მიერ გამოყენებულ იქნეს მედიატორის დანიშვნის უფლება, რადგან დავის კიდევ უფრო გახანგრძლივება იწვევს ორივე მხარის მნიშვნელოვან დაზარალებას. ამასთან მოვუწოდებთ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ეფექტიანად განახორციელოს მისთვის კანონით განსაზღვრული ვალდებულებები, რათა დროულად დასრულდეს მხარეთა დავა ორივე მხარის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით. მივიჩნევთ, რომ სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს შრომის კოდექსის ახალი რეგულაციები, რაც დაგვანახებს მის ეფექტურობას ან საჭიროს გახდის შესაბამისი ცვილებების განხორციელებას, როგორც საკანონმდებლო ასევე აღსრულების დონეზე", ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)