თბილისი. 4-14 მარტს საქართველოში გენდერული თანასწორობის კვირეული 2014 გაიმართება. ღონისძიება ეძღვნება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს.
კვირეულის სლოგანია: გენდერული თანასწორობა პროგრესია ყველასთვის. მისი მიზანია საქართველოს საზოგადოების - მთავრობის, ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეების, სტუდენტებისა და მოქალაქეების გაერთიანება ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დასაცავად.
გენდერული კვირეულის ორგანიზატორები არიან გაეროს წარმომადგენლობა საქართველოში და გაეროს სააგენტოები - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA)და გაეროს ქალთა ფონდი (UN Women). კვირეული გაიმართება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით.
წყარო: www.ge.undp.org