თბილისი. დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს მთავრობის და გაეროს ბავშვთა ფონდის 2011–2015 წლების თანამშრომლობის პროგრამის შუალედური მიმოხილვა მიმდინარეობს. შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და გაეროს ბავშვთა ფონდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და დსთ–ს ქვეყნების რეგიონალური დირექტორის, მარი–პიერ პუარიეს ხელმძღვანელობით იმართება.
განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, იუსტიციის, სასჯელაღსრულების და პრობაციის და ფინანსთა სამინისტროების, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენლები საუბრობენ ძირითად გამოწვევებსა და მიღწევებზე შესაბამის სფეროებში და განიხილავენ რეკომენდაციებსა და შემდგომ ნაბიჯებს.
წყარო:გაეროს ბავშვთა ფონდის გვერდი სოციალურ ქსელში