სამეგრელო. სამოქალაქო მონიტორინგისა და კვლევების ცენტრმა პროექტის - „წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობის მონიტორინგი" - ფარგლებში პირველი შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ორივე მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდების ინფორმირებულობის ხარისხი, ასევე განხორციელდა საჯარო ინფორმაციის გაცემის მონიტორინგი.
ტერიტორიული ერთეულების რწმუნებულებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას გადაეცათ ინსტრუქცია სოფლის კრების ჩატარებისა და პრიორიტეტების გამოვლენის პროცედურის შესახებ.
პროექტი ხორციელდება საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში