en
ge

„შენი ახალგაზრდული წვლილი ქვეყნის განვითარებაში“

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი იწყებს მუშაობას საქართველოს ახალგაზრდული ხედვის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის განვითარების მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებას ეკონომიკის, განათლებისა და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში. პროექტის ფარგლებში გაიმართება კონსულტაციები საქართველოს მოსახლეობასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით, შეიქმნება რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა წრეების წარმომადგენლებისაგან, აგრეთვე მუდმივი კოორდინაცია სახელისუფლებო სტრუქტურებთან, რომლებიც მუშაობენ აღნიშნულ საკითხებზე. პროექტის ბოლო ეტაპზე მოხდება სტრატეგიის დოკუმენტის წარედგინება საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისადმი.
საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი აძლევს საშუალებას ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებული არინ აღნიშნული საკითხებით უშუალოდ ჩაერთონ სტრატეგიის შემუშავების პროცესში, მონაწილეობა მიიღონ კონსულტაციებში მოსახლეობასთან, შეხვდნენ პოლიტიკოსებს, მთავრობის წევრებსა და ექსპერტებს.
სრულად
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)