en
ge

საჯარო დისკუსია უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე

27-28 თებერვალს ქუთაისსა და ბათუმში უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიულ განვითარებაზე საჯარო დისკუსიები გაიმართა. ადგილობრივ უნივერსიტეტებში ჩატარდა პროექტის „უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული განვითარება საქართველოში - რეფორმის განხორციელების მხარდამჭერი პლატფორმის ჩამოყალიბება" პრეზენტაცია, რომელიც ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. 
რეგიონებში ჩატარებული პრეზენტაციებისა და დისკუსიები მიზანი უმაღლესი განათლების რეფორმის პროცესებში აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვა იყო. 
ექსპერტებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს უმაღლესი განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობის ანალიზი. 
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსიები, მიღებული კომენტარები და გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება პროექტის ავტორების მიერ საბოლოო დოკუმენტის შემუშავებაში, რომელიც დახმარებას გაუწევს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესში. სტუდენტებმა გამოთქვეს სურვილი, რომ მათი საჭიროებები მეტად იყოს გათვალისწინებული სტრატეგიაში. 
პროექტის პარტნიორები არიან: TEMPUS-ის ეროვნული ოფისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS), საერთაშორისო განათლების ცენტრი (CIE) და ღია საზოგადოების ფონდების აკადემიური მხარდაჭერის პროგრამა (AFP).
წყარო: ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს" ვებგვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)