აშშ–ის სახელმწიფო მდივნის ქალთა საერთაშორისო ჯილდო სიმამაცისთვის 2014 წლის გამარჯვებული საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე გახდა.
ყოველწლიურად ეს ჯილდო გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობის და წინსვლის ადვოკატირების საქმეში.
ეს პირველი შემთხევაა, როდესაც საქართველოს მოქალაქემ მოიპოვა აღნიშნული პრესტიჟული ჯილდო.
დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც პირველი ლედი მიშელ ობამა დაესწრება დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე გაიმართება.