სამცხე–ჯავახეთი. სოციალური მედიის ტრენინგი, რომელიც სამოქალაქო განათლებისა და პერდაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყვიტის საჯარო სკოლაში ჩატარდა. ტრენინგს ამავე საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის აქტიური მოსწავლეები ესწრებოდნენ.
ტრენინგის მსვლელობისას მონაწილეები გაეცნენ პორტალს Civics.ge-ს, შემქმნეს ელექტრონული ფოსტა, შემდეგ განიხილეს სხვადასხვა თემები და სასურველ თემებზეც შექმნეს ბლოგები. ასევე შეიქმნა აწყვიტის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ბლოგი, სადაც მოხდება იმ ღონისძიებებისა და აქტივობების განთავსება, რომელსაც განახორციელებენ სკოლაში.