იმერეთი. სტუდენტური გაერთიანების „ინფორმაციის ძალის" ორგანიზებით, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. როგორც ერთ-ერთი მომხსენებელი, ნოდარ ჭუმბურიძე აცხადებს, სტუდენტების ჩართულობა მსგავს საკითხებში საკმაოდ დროული და მნიშვნელოვანია: „ნებისმიერი ადამიანის ვალია თავისი პოზიცია დააფიქსიროს. პოზიციის დაფიქსირება გამოხატოს იმ პრინციპების ერთგულება, რასაც დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა, სუვერენული სახელმწიფოს უფლებების დაცვა".
საჯარო ლექციის შემდეგ დისკუსია გაიმართა თემაზე „უკრაინის მომავალი". სტუდენტური გაერთიანების ხელმძღვანელმა პაპუნა ჩიქოვანი ამბობს, რომ საჯარო ლექციის ინიციატორები და მონაწილეები ცდილობენ სკოლის მოსწავლეებს უკრაინის მოვლენებისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში დაეხმარონ:
„ვმსჯელობთ რა შეიძლება მოხდეს უკრაინაში, რამდენად უკავშირდება ეს საქართველოს და რა გამოსავალი შეიძლება ვიპოვოთ ასეთი სიტუაციიდან."