en
ge

შეხვედრა საიაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით

იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე და ცენტრალური ბიუჯეტიდან იმერეთისათვის გადმორიცხულ თანხებზე იმსჯელეს.
საია-ს ქუთაისის ოფისის თავმჯდომარე გიორგი ჭიქაბერიძე მიიჩნევს, რომ „ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსის" 48-ე მუხლი ზღუდავს არჩეული გამგებლებისა და მერების ლეგიტიმაციის ხარისხს და მათ საკრებულოზე დამოკიდებულს ხდის: „დაუშვებელია, რომ ხალხის მიერ არჩეული მერები და გამგებელები საკრებულომ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე იმპიჩმენტი გამოუაცხადოს".
ამავე შეხვედრაზე, ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ არასამთავრობო სექტორს ცენტრალური ბიუჯეტის ასიგნებები გააცნო. ორგანიზაციის წარმომადგენელი პაატა კლდიაშვილის მიიჩნევს, რომ იმერეთის მხარეში ისეთი პროექტები დაფინანსდა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების დახმარების გარეშე ვერ განხორციელედებოდა.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)