en
ge

კონფერენცია მოსწავლეებისთვის

სამცხე–ჯავახეთი. ახალციხელმა მოსწავლეებმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ონლაინკონფერენცია გამართეს. კონფერენციის მიზანს საზოგადოებაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებში მოსწავლეთა ჩართულობა წარმოადგენდა.
კონფერენცია ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებსი ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში მოსწავლეთა როლზე ისაუბრა და ამ კუთხით ახალგაზრდებს საკუთარი ხედვა გაუზიარა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს საკითხები დამამთავრებელი კლასების საატესტატო გამოცდებთან, სამოქალაქო კლუბების განვითარებასთან დაკავშირებით.
კითხვა–პასუხის რეჟიმში მიმდინარე კონფერენციაზე მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ თავიანთთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)