en
ge

განახლდა კამპანია - „ეს შენ გეხება!’

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „სამართალდამცავი ორგანოების მიერ უკონტროლო ფარული მიყურადების წარმოება, ბოლო რამდენიმე წელია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საქართველოში. სისტემატური, ეგრეთ წოდებული, მოსმენები საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებასა და სამოქალაქო უფლებებს; ეს კი ის პრინციპებია, რომელთაც თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო ეფუძნება. ახალმა მთავრობამ დადო პირობა, რომ უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შეზღუდვის ძლიერ მექანიზმებს შექმნიდა, თუმცა არსებითი ნაბიჯები ამ მხრივ ჯერაც არ გადადგმულა.
სწორედ ამიტომ არასამთავრობო ორგანიზაციები აახლებენ კამპანიას „ეს შენ გეხება!".
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023