თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას გეგუთის #14 დაწესებულებაში მომხდარის შესახებ. „გავრცელებული ინფორმაციით 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში... პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა. ... არასამთავრობოები სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს და აღნიშნავენ, რომ აუცილებელია ფაქტზე ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება, რათა გამოვლინდეს და პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე პირი. ...არასამთავრობოები მოუწოდებენ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გაატარონ ყველა ის პრევენციული ღონისძიება პატიმართა კლასიფიკაციისა და განთავსების წესების დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სათანადო წესრიგს და მსჯავრდებულთა უსაფრთხოებას...", – ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge