შიდა ქართლი. 5 მარტს, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ქალთა საინფორმაციო ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ ქალები საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განლაგებული სოფლებიდან (დიცი, ქორდი, მეღვრეკისი) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ტრენინგის მიმდინარეობისას მონაწილენი გაეცვნენ ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრების მეთოდოლოგიას, შეასრულეს ჯგუფური სამუშაოები და ნახეს ვიდეო სიუჟეტი, რომლის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.