en
ge

სამუშაო შეხვედრა

თბილისი. 28 თებერვალს, ცესკოს, სახალხო დამცველის ოფისის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი ინიციატივით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივაა მოხდეს დონორი ორგანიზაციების კოორდინაცია და მათი სრულად ინფორმირება აქტივობების შესახებ, რომლებსაც ცესკო საარჩევნო პროცესებში ეთნიკური ამომრჩევლების მაქსიმალური ჩართულობის მიზნით ახორციელებს. 
ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის 5 ძირითადი მიმართულების შესახებ წარუდგინა ინფორმაცია და ხაზგასმით ისაუბრა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა განათლების, ინფორმირებულობისა და საჭიროებების განსაზღვრის აუცილებლობაზე. ხოლო საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ხელმისაწვდომი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა მათი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით, სრული მზადყოფნა გამოთქვა ცესკოსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი კომისიის წევრები, მათ შორის საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრის წარმომადგენელი. 
წყარო:საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)