en
ge

დევნილი შშმ ქალებისა და შშმ ქალი მშობლების უფლებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია

თბილისი. სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში" დევნილი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალი მშობლების უფლებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა სახალხო დამცველის ოფისისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" მხარდაჭერით ჩატარდა.
კვლევაში ასახულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადეკვატური პირობების საკითხი, დევნილთა მიმართ განხორციელებული სახელმწიფო სტრატეგიები, გრძელვადიანი განსახლების პირობებში მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა, მშობლის უფლების რეალიზების პრობლემები.
„ეს საკმაოდ კომპლექსური კვლევაა, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალების უფლებები საკმაოდ ხელყოფილია. დისკრიმინაცია გამოიხატება ძალიან ბევრი ფორმით, თუნდაც სამსახურში მიღების მომენტში. შესაბამისად, ამ პრობლემებს ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღება სჭირდება. კვლევაზე დაფუძვნებული რეკომენდაციები ასახული იქნება საქართველოს სახალხო დამცველის მიმდინარე წლის ანგარიშში," – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
სრულად
წყარო: ombudsman.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)