თბილისი. საერთასორისო გამჭვირვალობა საქართველომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „ამჟამად პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მე-2 მოსმენით განხილვა. რიგი მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ რჩება რამდენიმე საკითხი, რომელთა გაზიარების გარეშეც საარჩევნო გარემო კვლავ პრობლემური იქნება. კერძოდ, აუცილებელია: მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების შექმნა საკრებულოს მაჟორიტარული არჩევნებისთვის იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ერთი ხმის თანაბარი წონის პრინციპი; თვითმმართველობის არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების მიერ დამოუკიდებელი კანდიდატების წარდგენის შესაძლებლობა, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ პლურალიზმს და რომლის არარსებობის შემთხვევაში აღნიშნული კოდექსი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან და ეუთოს წინაშე საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებთან. მოვუწოდებთ პარლამენტს, ეს საკითხებიც გაითვალისწინოს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში