სამცხე–ჯავახეთი. 3 მარტს ახალციხეში, ორგანიზაციის ,,დემოკრატ მესხთა კავშირის" ოფისში, თანატოლთა განათლების პროგრამის ფარგლებში, ახალციხის ახალგაზრდული ქსელის წევრები თანატოლებს გენდერულ თანასწორობასა და გოგონების განათლებაზე ესაუბრნენ.
ღონისძიება გაიმართა ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც გაეროს ასოციაცია ახორციელებს, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
ამავე პროგრამის ფარგლებში მომდევნო ღონისძიება გაიმართება 7 მარტს, თემაზე – ლიდერი ქალები.