en
ge

თელავში გაზიფიცირების საკითხზე შეხვედრა გაიმართა

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა დისკუსია თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების პრობლემებზე. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ქონდათ დეტალურად გაცნობოდნენ გაზიფიცირების საკითხთან დაკავშირებულ დეტალებს. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სხვადასხვა პროფესიული წრეების წევრები, ადგილობრივი მოსახლეობა, ადგილობრივი ხელისუფლება და მედია.
შეხვედრის ინიციატორია ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრი", რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის (G-PAC) ფინანსური მხარდაჭრით ახორციელებს პროექტს „თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირების ხელშეწყობა ადვოკატირების კამპანიის გზით".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023