თბილისი. ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფი უერთდება ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას აქცია-მსვლელობით. „ჩვენ, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები და ამ აქციის მონაწილეები მოგიწოდებთ გავერთიანდეთ ქალთა შრომითი უფლებების დასაცავად. დღეს, როდესაც ქალთა ემანსიპაცია მხოლოდ ფურცელზე არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებმა მოვითხოვოთ საკუთარი უფლებების განხორციელება რეალურ ცხოვრებაში. ჩვენ, ამ აქცია-მსვლელობით განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმ მშრომელი ქალების უფლებებზე, რომლებიც ვთლით, რომ დღეს ყველაზე დაუცველები არიან: მიგრანტი ქალები, მარტოხელა დედები, გარემოვაჭრეები, განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვების დედები, ლბტ (ლესბოსელი, ბისექსუალი ქალები და ტრანსგენდერი ადამიანები), სექს-მუშაკი ქალები.
ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის წევრები სოლიდარობას ვუცხადებთ გაფიცულ მუშებს და ამ აქციაზეც გამოვხატავთ მათ მხარდაჭერას. აქცია იქნება ფერადი და ხმაურიანი! ამიტომ გთხოვთ, რომ აქციაზე ფერადი ტანსაცმლით და წითელი პომადებით შემოგვიერთდეთ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
აქცია დაიწყება 8 მარტს, 12:30 საათზე ფილარმონიიდან და დასრულდება პარლამენტის ძველ შენობასთან.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში