en
ge

ევროკავშირმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის 34 ახალი გრანტი გასცა

თბილისი. ევროკავშირი აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 34 ახალ პროექტს საქართველოში, მათ შესახებ ცნობილი გახდება 6 მარტს თბილისში დაგეგმილ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა მონაწილეობით გამართულ გამოფენასა და პრესკონფერენციაზე. 2014 წელს ევროკავშირმა გასცა 34 გრანტი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა პროექტებისათვის. აღნიშნული გრანტები მინიჭებული იქნა იმ სამი ძირითადი ინსტრუმენტის მეშვეობით, რომლებიც ევროკავშირმა შექმნა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად. ეს ინსტრუმენტებია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული ინსტრუმენტი, არასახელმწიფო აქტორები და ადგილობრივი ხელისუფლება და სამეზობლოს სამოქალაქო საზოგადოების მექანიზმი. ინფორმაციას ევროკავშირის გრანტების შესახებ პორტალი media.ge ავრცელებს.
წყარო:media.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)