en
ge

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრა

კახეთი. 1 მარტს, ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში", სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის პროექტის (R-CSN) ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ქსელის წევრ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შორის. მათ გენიხილეს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობები. ქსელის წევრებმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნეს საკუთარი პროექტები და გამართეს პრეზენტაციები შემდგომში თანამშრომლობის მიზნით. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა ბიზნეს სექტორის 17 წარმომადგენელი, რომლებიც უახლოეს მომავალში განიხილავენ წარდგენილ სოციალურ პროექტებს და დაინტერესების შემთხვევაში ითანამშრომლებენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
ქსელის ფასილიტაციას ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა", აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC–ის პროგრამის, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: cso.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023